ლა ლიგის 26-ე ტურში „რეალმა“ სახლში „სევილია“ 1:0 დაამარცხა.
ბურთი თამაშში სიმბოლურად UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ შეიყვანა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი წარადგინა და გულშემატკივრების ოვაციები დაიმსახურა.
გოლი 75-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მოდრიჩმა 81-ე წუთზე გაიტანა. „სამეფო კლუბი“ ჩემპიონატზე ბოლო 20 მატჩში დაუმარცხებელია - 15 მოგება და 5 ფრე.
„რეალი“ 65 ქულით ლიდერია და 3 მარტს „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ შეხვდება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - სევილია 1:0
გოლი: მოდრიჩი (81)