"ბარსელონამ" "ატლეტიკო" მადრიდში უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ატლეტიკოს“ 3:0 სძლია.

ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

- „ბარსამ“ „ატლეტიკოს“ ზედიზედ 5 მატჩი მოუგო - 4 მშრალი ანგარიშით.
- რაც ხავიმ ზაფხულში გუნდის დატოვების გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, მისმა შეგირდებმა ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.
- ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ სახლში 25-მატჩიანი წაუგებელი სერია.

„ბარსელონა“ 64 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება და 31 მარტს „ლას-პალმასს“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ფელიქსი
(38), 0:2 ლევანდოვსკი (47), 0:3 ფერმინი (65)
გაძევება: მოლინა (90+2, ატლეტიკო)

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა ჟირონა ხდება ჩემპიონიოო
მურთო
03:08 18-03-2024
7
არ ვამბობ, რომ ბარსა ატლეტიკოზე უარესი გუნდია და თამაშს ვერ უნდა უგებდეს, თუნდაც მადრიდში, მაგრამ რაც გუშინ სიმეონემ და ზოგადად გუნდმა იკადრა, ფეხბურთს ნამდვილად არ ალამაზებს. სიამოვნებით ვნახავდი ატლეტიკოს ოთხეულს მიღმა
ლა ლიგა
12:48 18-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული