ლა ლიგის 30-ე ტურში „რეალმა“ სახლში „ბილბაო“ 2:0 დაამარცხა.
"სამეფო გუნდი" პრიმერაზე ბოლო 24 მატჩში დაუმარცხებელია - 18 მოგება და 6 ფრე.
„რეალი“ 75 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ბარსელონას“ 8 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, საკუთარ მოედანზე, ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 72 991 მაყურებელი
რეალი - ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 როდრიგო (8), 2:0 როდრიგო (73)