"რეალმა" საოცარ ელ კლასიკოში "ბარსას" სძლია და, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა.

დებიუტში მასპინძელთა მეკარე ლუნინმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ორი შეცდომა დაუშვა და კრისტენსენმა სტუმრები დააწინაურა. თუმცა ვინისიუსმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 29-ე წუთზე ლუნინმა იამალის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან (ან კარს ხაზს შიგნიდან) გამოიტანა.

Sportall.Ge

თამაში საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 69-ე წუთზე ფერმინმა „ბარსა“ წინ გაიყვანა. და ისევ მალევე აღადგინეს მადრიდელებმა ვასკესის გოლით თანაფარდობა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ვინისიუსს გატანა მეკარე ტერ შტეგენმა არ დაანება, ხოლო კომპენსირებულ
დროში ბელინგემმა გაუტანა და „სამეფო გუნდს“ გამარჯვება და ალბათ, ოქროს მედლები მოუპოვა.

„რეალი“ 81 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 26 აპრილს სან-სებასტიანში „სოსიედადთან“ ჩაატარებს. „ბარსა“ 70 ქულით მეორე ადგილზეა და 29 აპრილს „ვალენსიას“ მიიღებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 77 981 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 3:2
გოლები: 0:1 კრისტენსენი (6), 1:1 ვინისიუსი (18), 1:2 ფერმინი (69), 2:2 ვასკესი (73), 3:2 ბელინგემი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 19 /
წაკუზეს სეპარატისტული ბარსელონა თავის ჩავი ლაპორტათი
30
ეს ჩავი რა მტირალა კაცი აღმოჩნდა…
ვარსელონა
10:23 22-04-2024
0

სიახლეები პოპულარული