"ეშმაკმა დალახვროს, შენ ხომ მცველი ხარ" - დე ბურმა და ვან ბასტენმა კანსელუ გააკრიტიკეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალთან" წაგებული (2:3) "ელ კლასიკოს" შემდეგ "ბარსელონას" ლეგენდა ფრანკ დე ბურმა გუნდის მარჯვენა მცველი, ჟოაუ კანსელო გააკრიტიკა. "ბლაუგრანას" ტელევიზიის სტუდიაში სტუმრად მარკო ვან ბასტენი იმყოფებოდა და პორტუგალიელს ისიც შეეხო. 

'ახლა უკვე ვხვდები, რატომ არ მოსწონს გვარდიოლას კანსელუ. ეს ადამიანი გაურკვეველ, საკუთარ ფეხბურთს თამაშობს და ფიქრობს, რომ მოედანზე მთავარი ისაა, თუ რას აკეთებ ბურთით. მაგრამ ეშმაკმა დალახვროს, შენ ხომ მცველი ხარ?!' - თქვა "ბარსას" ყოფილმა მცველმა. 

"სრული სიგიჟეა, რომ ჟოაუ 29 წლის ასაკშიც კი ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს," -
დაამატა ვან ბასტენმა. 

პორტუგალიელმა მცველმა ბოლო ორი მატჩი (პსჟ-სა და "რეალთან") ძალიან სუსტად ჩაატარა. კანსელუ "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა და "ბარსელონაში" იჯარის წესით თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეორე მარიო რუი!
ლაშა
14:16 22-04-2024
2
"მარჯვენა მცველი კანსელუ" - წერთ და რომელ ფლანგზე თამაშობს ბოლო პერიოდში? მარჯვნივ როცა თამაშობდა ასე სუსტად გამოიყურებოდა დაცვაში? 29 წლამდე მარჯვენა მცველი იყო და იკლებდა ფლანგს და ახლა მოთხოვეს მარცხენა ფლანგელობა. ბარემ რაფინია დააყენოს მარცხენა მცველად.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული