"ბარსელონა" "ვალენსიას" 25 წლის საყრდენი ნახევარმცველით პეპელუთი დაინტერესდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას "მარკა" ავრცელებს.
დეკემბერში ამ გუნდების მატჩის შემდეგ "ბარსას" მწვრთნელი ხავი პირადად შეხვდა პეპელუს და კარგად თამაში მიულოცა.
კატალონიურ გუნდს სწორედ საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება და პეპელუს შესაბამის კანდიდატად მიიჩნევს.
მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 32 მატჩში თავი 5 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.