"რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მეკარე ტიბო კურტუამ ტრავმა მოირჩინა და შეუძლია 4 აპრილს "კადისთან" ითამაშოს.
ტრავმის და მენისკზე გაკეთებული ოპერაციის გამო ბელგიელს ამ სეზონში არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.
"კურტუა მწყობრში ჩადგა. ვფიქრობ, მომავალ კვირაში დასაბრუნებლად მზად იქნება, "კადისთან" თამაში შეუძლია", - თქვა ანჩელოტიმ "სოსიედადთან" შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.