ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთამდე ითამაშა მადრიდელთა ლეგენდა ლუკა მოდრიჩმა, რომლისთვისაც ეს "სამეფო გუნდის" მაისურით ისტორიული 350-ე გამარჯვება აღმოჩნდა.
ხორვატს ამისთვის ჯამში ყველა ტურნირზე 526 შეხვედრა დასჭირდა, სადაც 39 გოლი გაიტანა და 84 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
მოდრიჩი "რეალს" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.