"პარიზიენის" მტკიცებით, პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე მალე "რეალში" გადავა და ცნობილი გახდა, რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მბაპე "სამეფო კლუბის" ახალი "ათიანი" გახდება. ამჟამად 10-ნომრიანი მაისურით ვეტერანი ლუკა მოდრიჩი თამაშობს, რომელიც დიდი ალბათობით, "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიანი მადრიდის ელიტარულ რაიონში, ლა მორალეხაში სერხიო რამოსის სახლს 18 მილიონ ევროდ შეიძენს.
ანტონიო რიუდიგერი: მბაპეს გავანადგურებ