ფლიკის დიდი დათმობები - როგორ შედგა "ბარსელონასა" და გერმანელი მწვრთნელის შეთანხმება

AutoSharing Option
Diario Sport-ის ინფორმაციით, ჰანს-დიტერ ფლიკი "ბარსელონას" ჩაბარების გამო მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა. 59 წლის გერმანელი 30%-ით ნაკლებს ხელფასს აიღებს, ვიდრე კატალონიელთა ჯერ კიდევ მოქმედი თავკაცი ხავი.

ასევე, გამოცდილი სპეცილიასტი არ მოსთხოვს ზაფხულის ტრანსფერებს კლუბის ხელმძღვანელობას. ფლიკი ხედავს პოტენციალს ამჟამინდელ გუნდში და თვლის, რომ მას შეუძლია შექმნას კონკურენტუნარიანი კლუბი ამჟამინდელ მოთამაშეებთან ერთად.

ის აპირებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდოს და სურს, რომ "ბარსელონას" აკადემიის ფხბურთელები პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ხავის წასვლა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა და უახლოეს მომავალში ფლიკის დანიშვნას გვაუწყებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფილკი მაღალი დონის მწვრთნელია!რაც შეეხება ბარსას,სხვა გზა არც აქვს,ფინანსური პრობლემები სახეზეა,სახეზეა ბარსელონას აკადემიის წარმატებები და არ ვთვლი რომ ამ გუნდით წლევანდელი წელი წარუმატებელი იყო.უფრო მეტიც ბიჭები კიდევ უფრო მომძლავრდებიან და თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდება!ეს ბარსა მომავლის გუნდია!
ლექსო
12:22 26-05-2024
0
ფლიკმა მშვენივრად იცის სად მივიდა და რა ხდება, ბარსელონას მსოფლიოში საუკეთესო აკადემია რო აქვს ეგ რო არ უნდა გამოიყენო და რათ უნდა ჭირდებოდეს ამდენი ტრანსფერები ასეთი აკადემიის მქონე გუნდს. ფლიკი ძალიან მაგარი მწვრთნელია ყველა შემთხვევაში მაგრად იმუშავებს და დააყენებს გუნდს
bidzia
16:52 25-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული