ოფიციალურად: ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გახდა.

კატალონიელებმა გერმანელს, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე ხავი ჩაანაცვლა, კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.

ფლიკი ბოლოს გერმანიის ნაკრებს ავარჯიშებდა, საიდანაც 2023 წელს დაითხოვეს. ის გახლდათ იმ მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცი, რომელმაც 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გზა ქონდათ ცხადაძემ გაბალა არჩია.
სსს
19:53 29-05-2024
4
აი ეხლა ფლიკი - ანჩელოტი უკვე სერიოზული დუელი იქნება.
1

სიახლეები პოპულარული