გოლის გაშვების გარეშე - კურტუასთვის უმძიმესად დაწყებული სეზონი კარგად დასრულდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუასთვის უმძიმესად დაწყებული სეზონი შესანიშნავად დასრულდა.

"სამეფო კლუბმა" 1-ელ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდს" 2:0 სძლია და მორიგ წარმატებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის კიპერმა გასული სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთ ვარჯიშზე მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მოედანს მხოლოდ ახლახანს დაუბრუნდა.

კურტუამ მიმდინარე წელს მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აღსანიშნავია, რომ მას 2023/24-წლების სეზონში გოლი არ გაუშვია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული