მარკესმა დეკუსგან გარანტიები მიიღო - მექსიკელი "ბარსელონაში" დარჩა

AutoSharing Option
Diario Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მეორე გუნდის მწვრთნელ რაფაელ მარკესს თანამდეობის დატოვება სურდა, მაგრამ მან კონტრაქტი 1 წლით გაახანგლძრივა.

"ბლაუგრანას" ყოფილი მცველი იმით იყო განაწყენებული, რომ ხავის დათხოვნის შემდეგ მან კატალონიელთა დამრიგებლის პოსტი ვერ დაიკავა.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ მარკესს შეხვდა და დარჩენაზე დაიყოლია.

მან მექსიკელს შეუთვალა, რომ თუ ფლიკის პროექტი ჩავარდება და გერმანელს მალე გაათავისუფლებენ, მის ადგილს სწორედ რაფა დაიკავებს და თანაც გაორმაგებული ხელფასი ექნება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Ფლიკი კი არა ეს ს..ია მალე გასაშვები

.
Ოთო
09 ივნისი 2024 23:38
0
ფლიკის პროექტი არ ჩავარდება, თუ ფლიკი ხვიჩას წაიყვანს ბარსელონაში.
რეალობა
09 ივნისი 2024 12:40
3
ვერ წაიყვანს. ვალებში იხრჩობა ბარსელონა. 110 მილიო სჭირდება და თუ ვერ იშოვის 9 ფეხბუთრელს ვერ დაარეგისტრირებს. ამიტომ ხვიჩაზე ოცნება ზედმეტია.
Dima
09 ივნისი 2024 14:03
1

სიახლეები პოპულარული