"ნაპოლიმ" "ჟირონას" დოვბიკში 35 მილიონი შესთავაზა

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "ჟირონა" ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, არტიომ დოვბიკს, 35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

"ნაპოლიმ" "ჟირონას" დოვბიკის ტრანსფერში 35 მილიონი უკვე შესთავაზა, "ატლეტიკო" კი მზადაა, მხოლოდ 25 მილიონი გადაიხადოს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის უკრაინელი მადრიდულ გუნდს კონტრაქტის პირობებზე უკვე მოელაპარაკა.

დოვბიკმა პრიმერას 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე, მართლა მაგარი წუწურაქია ეს ნაპოლის ბაბუა პრეზიდენტი-სხვაგვარად გაუგებარია მისი ეს ბუღალტერია, თავისი 17 გოლის გამტანი ოსიმენა და 11 გოლის გამტანი კვარა, შესაბამისად-130 და 100 მლ-ონად უნდა გაყიდოს, ხოლო ლა ლიგას საუკვეთესო ბომბარდირი 24 გოლის გამტანი ფეხბურთელი 34 მლ-ნად უნდა დაითრიოს.
კაშო
12 ივნისი 2024 11:20
3
კაშო, ოსიმენის ფასი 130 მილიონია, კვარასი 80 მილიონი. დოვბიკი სულ რაღაც 30 თუ 40 მილიონადაა შეფასებული. ასე რომ...
ზაალ
23 ივლისი 2024 11:23
0
წარმატებები უკრაინელს, წარმატება საქართველოს და უკრაინას ევრო 24 ზე.წარმატებები უკრაინას ომში.
დავით 67
12 ივნისი 2024 11:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული