დიეგო ლორენტე ესპანეთში ბრუნდება

AutoSharing Option
30 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი დიეგო ლორენტე "ბეტისის" ფეხბურთელი გახდება, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

"ლიდსი" ტრანსფერში 3 მილიონ ევროს მიიღებს. ლორენტეს ხელში ჩაგდება რამდენიმე კლუბს უნდოდა, მაგრამ მან კარიერის სევილიურ გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა.

ლორენტე გასულ სეზონში "რომაში" იჯარით თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ლორენტე 2020 წელს "ლიდსმა" "სოსიედადისგან" 20 მილიონად შეიძინა, ახლა კი, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 7 მილიონია.

"ბეტისმა" ლა ლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული