45 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე 2 წელი გაატარა და ახლა სამშობლოში, მექსიკის ნაკრებში გადაინაცვლებს, სადაც ხავიერ აგირეს სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება.
მარკესი ფეხბურთელობის დროს "ბლაუგრანას" ფორმას 2003/10 წლებში ირგებდა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ის "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის მენეჯერად კიდევ 1 წელი უნდა დარჩენილიყო, თუმცა სამშობლოში ვარიანტის გამოჩენის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.