ანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაემშვიდობება? - იტალიელმა თავის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავის მომავალზე და შესაძლო პენსიაზე გასვლაზე ისაუბრა. ირკვევა, რომ იტალიელი ამაზე ფიქრობს და შესაძლოა, მენეჯერის როლში ეს მისთვის ერთ-ერთი ბოლო სეზონიც კი იყოს.

"ვფიქრობ, "რეალი" ჩემი ბოლო კლუბი იქნება. რაც შეეხება ნაკრებში მუშაობას, ეს საჩემო არაა. არ მინდა დავკარგო ის, რაც ძალიან მომწონს და ეს ყოველდღიური მუშაობის რეჟიმია.

ჩემთვის მწვრთნელის რანგში 29-ე სეზონია და ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ბევრიც დავკარგე", - ციტირებს იტალიელს ESPN.

ინფორმაციისთვის, ანჩელოტის "რეალთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ
2023 წლიბს ბოლო შრომითი ხელშეკრულება 2026 წლამდე გაგრძელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული