"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ბრაიტვაითი "ბლაუგრანას" საძულველი მეტოქე კლუბის ყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ყოფილი შემტევი მარტინ ბრაიტვაითი "ბლაუგრანას" საძულველი მეტოქის, ასევე კატალონიური "ესპანიოლის" ყიდვას გეგმავს, რომელიც ლა ლიგას ახლახან დაუბრუნდა.

დანიელმა "ნოუ კამპიდან" სწორედ მეორე კატალონიურ გუნდს მიაშურა და იქ 2 სეზონი დაჰყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარტინს 2023 წელს ისეთი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელიც მან შეურაცხყოფად მიიღო. ახლა ის ბრაზილიური "გრემიოს" წევრია.

ბრაიტვაითი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ფეხბურთელად ითვლება. 2017 წელს მან ბიძასთან ერთად NYCE Companies-ში აქციები ჩადო და უძრავი ქონების საქმეში საკმაოდ წარმატებული პიროვნებაცაა.

"ესპანიოლი" ეკუთვნის ჩინელ ბიზნესმენ ჩენ იანშენგს და
მართავს Rastar Group-ი, მაგრამ გულშემატკივრები ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებენ კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ლა ლიგიდან ორჯერ დაქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული