"სიტის" ყველაზე ძვირადღირებული გაყიდვა - ალვარესს "ატლეტიკომდე" თითქმის აღარაფერი აშორებს

AutoSharing Option
ჟურნალისტ საიმონ სტოუნის ინფორმაციით, "სიტიმ" და "ატლეტიკომ" 24 წლის არგენტინელი შემტევის, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მოილაპარაკეს.

ესპანელები ინგლისელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც 20 მილიონი ბონუსებით დაემატება და ეს მანჩესტერელთა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გასხვისება იქნება. 

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩავა მადრიდში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

ალვარესმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე "სიტის" ფორმა 54 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ჩვენი ვასკვლავბიჭუნა და ოსიმენა არ უნდა არავის თორემ აგერ სეზონი უკვე იწყება და ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურმა ფეხბურთელმა იპოვა თავისი ოცნების გუნდი.... რას იზავ ჩვენ ისევ დი ლორენცოს, ლობოტკასა და სხვა ნაპოლის ფეხბურთელების ჯახირის ყურება მოგვიწევს.
4

სიახლეები პოპულარული