"ბარსელონამ" აზერბაიჯანელი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" გვაუწყა, რომ გუნდის რიგებს 21 წლის აზერბაიჯანელი მეკარე ელდარ ტაგიზადა შეუერთდა, რომელიც ბოლოს ესპანეთის ქვედა ლიგაში მოთამაშე "ლუგოში" ასპარეზობდა.

ახალგზარდა კიპერმა 2026 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და ის კატალონიელთა მეორე გუნდში ითამაშებს.

ტაგიზადა ბაქოს "ნეფტჩის" აღზრდილია, შემდეგ ესპანეთში წავიდა, ფრანგულ "კლერმონში" ასპარეზობაც მოასწრო და უკვე მოგახსენეთ, რომ ბოლოს "ლუგოს" ახალგაზრდული კლუბის წევრი იყო.

ის აზერბაიჯანის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისეთი სტიმული ექნება პირველ გუნდშიც გადაიყვანენ..
ჟორა
14:41 11-08-2024
0
ფული ვინ ვის გადაუხადა: ბარსელონამ ნეფთჩის თუ Azərbaycan Respublikası Dövlət Neft Şirkəti-მ ბარსელონას?
რეალობა
13:34 11-08-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული