"ბარსელონამ" აზერბაიჯანელი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" გვაუწყა, რომ გუნდის რიგებს 21 წლის აზერბაიჯანელი მეკარე ელდარ ტაგიზადა შეუერთდა, რომელიც ბოლოს ესპანეთის ქვედა ლიგაში მოთამაშე "ლუგოში" ასპარეზობდა.

ახალგზარდა კიპერმა 2026 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და ის კატალონიელთა მეორე გუნდში ითამაშებს.

ტაგიზადა ბაქოს "ნეფტჩის" აღზრდილია, შემდეგ ესპანეთში წავიდა, ფრანგულ "კლერმონში" ასპარეზობაც მოასწრო და უკვე მოგახსენეთ, რომ ბოლოს "ლუგოს" ახალგაზრდული კლუბის წევრი იყო.

ის აზერბაიჯანის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებები ჩვენ მეზობლებს
გიო
15:18 11-08-2024
3
Царматебас гисурвеб гардаш Цин мтавар гундши
Мераби бебия
13:16 11-08-2024
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული