"სოსიედადის" 25 წლის ნახევარმცველმა მარტინ სუბიმენდიმ "ლივერპულში" გადასვლა გადაიფიქრა, - იტყობინება Relevo.
ადრე სუბიმენდი "ლივერპულში" გადაბარგებაზე თანახმა იყო, ინგლისური კლუბი კი მის 60 მილიონ ევროდ გამოსყიდვას აპირებდა.
თავის მხრივ "სოსიედადი" თავისი საკვანძო ფეხბურთელის შენარჩუნებას რობინ ლე ნორმანის "ატლეტიკოში" გაყიდვის შემდეგ და მიკელ არტეტას შესაძლო წასვლის გამო ცდილობდა.
მარტინმა გასულ სეზონში ლა ლიგის 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.