გავრცელებული ცნობით, ფრანგმა მცველმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" პირველად შეთანხმებას მიაღწია და კარიერიასაც სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდში განაგრძობს.
ახლა კატალონიელები "როხიბლანკოს" სატრანსფერო ფასზე უნდა შეუთანხმდნენ და გარიგებაც ოფიციალურად დაიხურება.
ლენგლემ გასული სეზონი იჯარით "ასტონ ვილაში" გაატარა, სადაც 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.