ოფიციალურად: გალაჰერი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ლა ლიგის ბინადარმა "ატლეტიკომ" გვაუწყა, რომ "ჩელსიდან" 24 წლის ნახევარმცველი კონორ გალაჰერი შეიძინა და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ჟურნალისტ ბენ იაკობსის ცნობით, გარიგების საფასურმა 42 მილიონი ევრო შეადგინა, ლონდონელები კი ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან პროცენტს მიიღებენ.

გალაჰერმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე "ჩელსის" ფორმა 50 შეხვედრაში მოირგო, სადაც 7 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული