ობლაკის დუბლიორი - მუსო კარიერას "ატლეტიკოში" განაგრძობს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ატალანტას" 30 წლის მეკარე ხუან მუსო კარიერას "ატლეტიკოში" განაგრძობს.

არგენტინელი "როხიბლანკოში" 1-წლიანი იჯარით გადაბარგდება და გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, მადრიდელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებდნენ, საიდანაც 1 სწორედ მუსო აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული