რატომ არ შედგა მესის "რეალში" ტრანსფერი? ლეოს აგენტის პასუხი

AutoSharing Option
Kooora-სთან ინტერვიუში ლიონელ მესის პირველმა აგენტმა ორასიო გაჯოლიმ განაცხადა, რომ არგენტინელით მადრიდის "რეალი" და ლონდონის "არსენალი" ინტერესდებოდნენ, თუმცა ტრანსფერები მარტივი მიზეზით არ შედგა.

ორასიო გაჯოლი არაბულ მედიასაშუალებას 20 წლის წინანდელ ამბავს მოუყვა.

"მადრიდის "რეალს" ლიონელის საკუთარ რიგებში ხილვა მაშინ სურდა, როცა მესი 16-17 წლის იქნებოდა. თანხა პრობლემა არ ყოფილა, თუმცა ლეოს "ბარსელონას" დატოვება არ სურდა. ტრანსფერის ჩაშლის ერთადერთი მიზეზი ეს იყო. იმავე მიზეზით არ გადავიდა მესი "არსენალში", არადა, არსენ ვენგერი მისით სერიოზულად იყო დაინტერესებული", - განაცხადა გაჯოლიმ.

მესი "ბარსელონას" სისტემაში
2000 წელს მოხვდა. მაშინ ლეო 13 წლის იყო. "ინტერ მაიამის" ფორვარდმა კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ "ბლაუგრანაში" გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეო უმაგრესო, შენ მაინც სხვა პლანეტიდან ხარ.
ლევანი
00:37 11-09-2024
0
ხოდა, ლეოს ასეთი ერთგულება როგორ დაუფასა ბარსას ხელმძღვანელობამ და კერძოდ "მსუქანა ტომარა" ლაპორტამ? გახსენებაც კი მზარავს. ვინ, ვინა და ლეო მესის რო ასე მოექცევი, ამას არაკაცობა არ ქვია?!
ასეა!
15:36 10-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული