"მინდა, ამ გუნდის ლეგენდა გავხდე" - იამალს "ბარსელონადან" წასვლა არ სურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 17 წლის შემტევმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის დატოვება არასდროს სურს და უნდა, რომ ამ კლუბის ლეგენდა გახდეს.

"არ მინდა, რომ ჩემ სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ, რადგან შემდეგ "ბარსელონადან" წასვლა მომიწევს.

იმედი მაქვს, ამ გუნდს არასდროს დავტოვებ, რადგან მინდა, რომ "ბლაუგრანას" ლეგენდა გავხდე", - ციტირებს იამალს El Hormiguero.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში 17 წლის იამალმა ლა ლიგის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული