შტეგენის უმძიმესი ტრავმა და "ბარსელონას" დიდი ანგარიშით გამარჯვება

AutoSharing Option
22 სექტემბერს, კატალონიის "ბარსელონა" "ვილიარეალს" ესტუმრა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა. "ბლაუგრანას" შემადგენლობაში დუბლი ორმა ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და რაფინიამ გაიფორმეს. გოლის გატანა ასევე ახალგაზრდა ესპანელმა, პაბლო ტორომ შეძლო. ავტორიტეტული სპორტული საიტის Sofascore-ს მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 17 წლის გარემარბი, ლამინ იამალი გახდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერების" ლიდერმა ხსენებულ დაპირისპირებაში 1, ხოლო სეზონში უკვე მეხუთე საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც მთლიანად ლალიგას ლიდერობს, მეორე ადგილზე "ბილბაოს" განელი ნახევარმცველი, ინიაკი უილიამსი 4 ასისტით იმყოფება.

რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, სათავეში "ბარსას" ორი ფეხბურთელი რობერტ
ლევანდოვსკი (6) და რაფინია (5) იმყოფებიან, მესამე პოზიციაზე კი მადრიდელი კილიან მბაპე (4) გახლავთ.

"ბარსელონამ" გამარჯვების მიუხედავათ, თამაში დიდი დანაკლისით დაასრულა. Პირველი ტაიმის მიწურულს "ბლაუგრანას" კაპიტანმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა, ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანელი კიპერი 7-8 თვის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის მიუხედავად, კატალონიელები ლალიგაში წარმატებული სვლის გაგრძელება მაინც მოახერხა და ცხრილს, 18 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ "რეალს" 4 ქულით უსწრებს. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ჰანსი ფლიკის შეგირდები 25 სექტემბერს "ხეტაფეს" უმასპინძლებენ.

თავის მხრივ, "ვილიარეალი" 11 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, "წყალქვეშა ნავები" მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, სტუმრად კატალონიურ "ესპანიოლთან" გამართავენ.

სპეციალური საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული