41 წლის ბრავო ტერ შტეგენის შესაცვლელად მზადაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, "ვილიარეალთან" მატჩისას მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, 7-9 თვე მკურნალობა დასჭირდება და ამ სეზონში ვერ ითამაშებს.

41 წლის კლაუდიო ბრავომ განაცხადა, რომ თუ "ბარსელონა" მიიპატიჟებს, კარიერას განაახლებს და ტერ შტეგენს შეცვლის.

ბრავომ გასულ სეზონში "ბეტისში" ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში, აგრეთვე ჩილეს ნაკრებში ამერიკის თასზე მიიღო მონაწილეობა და აგვისტოში თამაშს თავი დაანება.

ბრავო კატალონიურ გუნდში 2014 წელს "სოსიედადიდან" გადავიდა, 2017 წელს კი "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრით უველაზე კარგი ვარიანტი კეილორ ნავასია.ძალიან გამოცდილი და კარგი მეკარე,თან თავისუფალი აგენტი.ხელფასსაც ბევრს არ მოითხოვს
Master
20:33 23-09-2024
1
ბარემ ვიქტორ ვალდესი დააბრუნეთ, ან სულაც სუბისარეტა.DDDDDDDDDDDD
eros
20:42 23-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული