ყოველი 5 გოლის შემდეგ "რეალი" 1,5 მილიონ ევროს იხდის - ენდრიკის კონტრაქტის უცნობი დეტალები

AutoSharing Option
"პალმეირასის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა ჟოაო პაულო სამპაიომ "რეალის" ახალწვეულის, ენდრიკის კონტრაქტის უცნობი დეტალები გაამხილა.

მისი თქმით, მადრიდელებს ბრაზილიელის ყოველი 5 გოლის შემდეგ "პალმეირასისთვის", რომელიც ფეხბურთელის აღმზრდელია, 1,5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევღ და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ენდრიკი 60 გოლს არ გაიტანს.

"სამეფო გუნდმა" ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 47,5 მილიონი ევრო გადაიხადა და შრომითი ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ, გარიგების საფასური 72 მილიონ ევროს მიაღწევს.

სამპაიოს თქმითვე, "ბლანკოსი" ვალდებული იყო, "პალმეირასისთვის" 1,5 მილიონი ევრო დამატებით გადაეხადა, როდესაც ენდრიკი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს.

18
წლის ამომავალ ვარსკვლავს კარლო ანჩელოტი მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ძალიან მცირე სათამაშო დროს აძლევს და ეუბნება, რომ მოითმინოს, რადგან მის ადგილზე ისეთი ვარსკვლავები არიან, როგორებიც ვინისიუსი, როდრიგო და მბაპე არიან. ენდრიკის ანგარიშზე ჯერჯერობით ერთადერთი შეგდებული გოლია, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არაფერი განსაკითრებული ბავშვი არაა ეს ენდრიკი გაპიარებულია. ეს რო ბრაზილიელი არ იყოს არავინ წაიყვანდა რეალში
ტოტტი
13:27 25-09-2024
8
9 ნომრისთვის აშკარად დაბალია, თან რაღაცნაირი სხეულის ფორმა აქვს, თითქოს ჩასუქებულიაო, დიდად არც სისწრაფით გამოირჩევა. რა აზრი დევს ამის ყიდვაში ვერ ვხვდები
მამუკა
19:09 25-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული