"რეალის" მორიგი 3 ქულა და საუკეთესო ლუკას ვასკესი - "სამეფო გუნდმა" "ალავესს" სძლია

AutoSharing Option
24 სექტემბერს, ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, მე-2 ადგილოსანმა მადრიდის "რეალმა" მე-8 ადგილოსან "ალავესს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" უმასპინძლა.

Ანგარიში პირველივე წუთზე "სამეფო გუნდის" მარჯვენა მცველის, ლუკას ვასკესის დამსახურებით გაიხსნა. Ტაიმის მიწურულს კილიან მბაპემ "რეალის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ლუკას ვასკესის საგოლე გადაცემით 48-ე წუთზე როდრიგომ, "ბლანკოსს" თითქოს გამარჯვება გაუნაღდა და კომფორტული უპირატესობა მოუპოვა.

Მადრიდელების ბურთის ფლობის დიდი უპირატესობის მიუხედავად, "ალავესმა" მატჩში ინტრიგის დაბრუნება შეძლო და სასწაულთან ძალიან ახლოს იყო, 85-ე და 86-ე წუთებზე, კარლოს ბენავიდესის და კიკე გარსიას გატანილი გოლების წყალობით.

Დაძაბული
ბოლო წუთების მიუხედავად, "სამეფო გუნდმა", გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო და პირველ ადგილოსან "ბარსელონასთან" სხვაობა 1 ქულით შეამცირა, თუმცა კატალონიელებს ერთი მატჩი 25 სექტემბერს, "ხეტაფეს" წინააღმდეგ აქვს გასამართი და სხვაობა შეიძლება კვლავ 4-მდე გაიზარდოს.

გატანილი გოლისა და საგოლე გადაცემის წყალობით, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკას ვასკესი დაასახელეს.

"ალავესი" შემდეგ ტურში "ხეტაფეს" ესტუმრება, ხოლო თავის მხრივ "რეალს", 29 სექტემბერს მადრიდული დერბი ელოდება, მე-4 ადგილზე მყოფ "ატლეტიკოსთან". არაა გამორიცხული "ატლეტიკო" "რეალთან" მატჩს, მე-3 ადგილოსნის რანგში შეხვდეს, რადგან ამავე ტურში "სელტასთან" გასამართი შეხვედრა ელოდება.

მომზადებულია გიორგი ყარმაზანაშვილის მიერ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული