სრული სიგიჟე: გულშემატკივართა შეტევა კურტუაზე და კომპენსირებულ დროში გათანაბრებული ანგარიში [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მერვე ტურში „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

სტუმრები მილიტაომ დააწინაურა, ანგარიში კი შეცვლაზე შესულმა კორეამ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. 69-ე წუთზე „ბლანკოსის“ მეკარე კურტუას, რომელიც ადრე მათი გუნდის წევრი იყო და განსაკუთრებით სძულთ, სხვადასხვა საგანი ესროლეს და მსაჯმა თამაში 18 წუთით შეაჩერა. სტადიონზე გამოაცხადეს, რომ თუ ფანები არ დაწყნარდებოდნენ, მატჩი აღარ განახლდებოდა. 90+9-ე წუთზე კი უხეშობისთვის მასპინძელთა ნახევარმცველი ლორენტე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს.

„რეალი“ 18 ქულით
მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში „ლილთან“ ჩაატარებს. „ატლეტიკო“ 16 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და იმავე დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონში „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო - რეალი 1:1
გოლები: 0:1 მილიტაო (64), 1:1 კორეა (90+5)
გაძევება: ლორენტე (90+9, ატლეტიკო)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაპოლის და რეალის თამაშს ერთად ვუყურებდი და ვერ ვიტყვი რომ რეალმა რამით აჯობა. ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. შარშანაც დამატებით დროში გაუთანაბრეს ატლეტიკოს ფეხბურთელებმა.რეალს რაღაც ჭირს ბოლო წუთებზე ძალიან აგდებულად თამაშობს, ამის დასტურია წინა ტურში ბოლოს ესპანიოლის 2 გოლი. ის კი არა კინაღამ მესამეც გაუშვეს.
დავით 67
30 სექტემბერი 2024 07:10
0
ანჩელოტიმ პირადად დაკარგა 2 ქულა, არ შეიძლებოდა ვინისიუსის და როდრიგოს ერთდროულად მოხსნა, ფაქტიურად ყრუ დაცვაში ჩადგა, მაინც თუ ხსნი ვასკესი და გარსია არ უნდა გამოიყვანო როცა სკამზე გიზის გიულერი და კამავინგა. ასეთი უაზრო ცვლილებები პირველად ვნახე ანჩელოტისგან, 6 მცველით დაამთავრა თამაში
მამუკა
30 სექტემბერი 2024 04:24
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული