'მე ორი მაქვს, შენ არაფერი' - რა უთხრა ვინისიუსმა კოკეს

AutoSharing Option
მადრიდული დერბი ისეთ მოვლენების ფონზე გაიმართა, როგორსაც ამ მატჩისგან მუდმივად ველით და ამ არასაფეხბურთო ეპიზოდებს შორის ვინისიუს ჟუნიორისა და კოკეს შელაპარაკებაც შედის. 

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოსა"  და "რეალის" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრა 15 წუთით შეწყდა კიდეც, რისი მიზეზიც "როხიბლანკოს" ფანების მოქმედებები გახლდათ - "ატლეტიკოს" გულშემატკივრება ტიბო კურტუას სხვადასხვა საგანი ესროლეს. 

DAZN-მა, კი კოკესა და ვინისუსის მომენტი ცალკე აჩვენა, რომელზეც იკითხება, თუ რა უთხრა "რეალის" შემტევმა მეტოქის კაპიტანს. 

ამ დიალოგში, კოკემ ვინის სიმულაციის გამო შენიშვნა მისცა, ხოლო ბრაზილიელმა უპასუხა: "მე ორი ჩემპიონთა
ლიგა მაქვს მოგებული, შენ არაფერი!" 

altსრული სიგიჟე: გულშემატკივართა შეტევა კურტუაზე და კომპენსირებულ დროში გათანაბრებული ანგარიში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ ფიფა-უეფას რომ გავკარი ამას თუ ოქროს ბურთი გადასცეს, ახალგაზრდებს რას ეტყვიან არ დამსახურებისთვის, მოედანზე ამაზე ბევრად მეტს სხვები აკეთებე, მაგრამ ეს ქინძი ჩანს თავისი ქათმობით, ამაზე მეტად წელს კარვახალი და როდრი იმსახურებენ ჯილდოს,მაგრამ მცველი ხომ დაუფასებელია თანამედროვე ფეხბურთში. კარცახალმა ევროც მოიგო და ლიგის ფინალში გოლიც გაიტანა და ეს ჭუჭუ მერე მართლა ლეგენდებს დაეტოლება ან კიდევ ასევე უტიფრად შეიძლება ინის, ხავის,ჯერარდს ან მალდინის უთხრას მე ოქროს ბურთი მაქვს მოგებული თქვენ რას წარმოადგენთო, მართლა სირცხვილია ეს გომბიო ადამიანი რეალის მაისურით
ზაკო
22:14 01-10-2024
0
მესმის ადამიანი რაღაცაზეა გამწარებული, მეც მომსვლია ანალოგიური აზრები. ბოდიშს ვუხდი. დადეთ
Dallas-s
21:54 01-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული