სამედიცინო შემოწმება გავლილია - შესნი ბარსელონას ფეხბურთელია

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლონელმა ვოიცეხ შესნიმ "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება გაირა. 

წყაროს ცნობით, 34 წლის მეკარე "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს. აქვე, აღნიშნულია, რომ კიპერი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩს, რომელშიც "ბარსა" და "იანგ ბოიზი" ითამაშებენ, თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს.

პოლონელმა საფეხბურთო კარიერა გასული ზაფხულის შემდეგ დაასრულა, თუმცა "ბარსელონას" ინტერესის ფონზე პროფესიონალი მოთამაშის სტატუსის განახლება გადაწყვიტა. წინა სეზონში შესნიმ "იუვეს" მაისურით სერია ა-ში 34 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაუშვა. 34 შეხვედრიდან 15-ში პოლონელმა კარი მშრალად შეინახა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი იყო, წარმატებები
0
მიხარია მისი დაბრუნება!ჯერ ძალიან ადრე იყო მისი ფეხბურთიდან წასვლა.დიდებული მეკარეა.მგონი თვითონაც გული ეთანაღრებოდა და რაკი შანსი გამოუჩნდა,აღარც უყოყმანია.წარმატებებს და კიდევ დიდხანს კარიერის გაგრძელებას ვუსურვებ.
სოსო
19:26 01-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული