"ვალენსიას" 21 წლის მარცხენა მცველი ხესუს ვასკესი პარასკევს "ლეგანესთან" ლა ლიგის მეცხრე ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ვასკესმა ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და დადგინდება, რამდენი ხანი გაუცდება, - იტყობინება კლუბის საიტი.
მან ამ სეზონში პრიმერას რვა შეხვედრაში 562 წუთი ითამაშა. ლეგანესში მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.