"ვალენსიას" მარცხენა მცველმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ვალენსიას" 21 წლის მარცხენა მცველი ხესუს ვასკესი პარასკევს "ლეგანესთან" ლა ლიგის მეცხრე ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ვასკესმა ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და დადგინდება, რამდენი ხანი გაუცდება, - იტყობინება კლუბის საიტი.

მან ამ სეზონში პრიმერას რვა შეხვედრაში 562 წუთი ითამაშა. ლეგანესში მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ვალენსია" "სოსიედადთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული