ალაბამ შესაძლოა, კარიერა დაასრულოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ავსტრიის ნაკრების მცველი დავიდ ალაბა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერის დასრულების ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ A Bola იუწყება.

ავსტრიელმა გასული წლის დეკემბერში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა რის გამოც თითქმის 1-წლიანი უქმოობა მოუწია, ვარჯიშზე დაბრუნების შემდეგ კი ტკივილს გრძნობს.

არსებობს ეჭვი, რომ ეს პრობლემა ალაბას ისევ უმაღლეს დონეზე ასპარეზობას შეუშლის. ადრე გავრცელდა ინფორმაცია , რომ ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას მომავალი წლის იანვარში გეგმავდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი ფეხბურთელია და საცოდაობა იქნება,ვეღარ ითამაშოს.ჩაკვესაც დიდხანს აწუხებდა ტკივილები,მაგრამ მაინც ფეხზე დადგა.იმედია, ალაბაც შეძლებს დაბრუნებას.
სოსო
17:06 16-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული