"რეალის" მორიგი პრობლემა - "ბარსელონასთან" შეხვედრაში მადრიდელებს ვერც კურტუა დაეხმარებათ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ გუნდის ბელგიელმა მეკარე ტიბო კურტუამ "დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ 5:2 შეხვედრაში მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის 26 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოში" ვერ იასპარეზებს.

"სამეფო გუნდის" პრობლემები მარტო ამით არ მთავრდება. უკვე ვწერდით, რომ კარლო ანჩელოტის განკარგულებაში დიდი ალბათობით, არც როდრიგო არ იქნება.

შეხსენებისთვის, "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩი შაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სეზონი ეხლა დაიწყო და უკვე ამდენი ტრამვებია , აშკარად რაღაც არის შესაცვლელი განრიგში, ფაქტია რომ კუნთი ვერ უძლებს ამხელა დატვირთვებს, წარმომიდგენია ამ დროს გულზე რამხელა დატვირთვა მოდის, სანამ უბედური შემთხვევა არ მოხდება მინდორზე(ღმერთმა დაიფაროს) მანამ ფიფა და უეფა არ გამოფხიზლდება.
მამუკა
15:28 23-10-2024
1
ამ ჩემს ჭუჭუ-ას)))
გიუშა
15:27 23-10-2024
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული