"ვინისიუს, მოკვდი!" - კარს მომდგარი "ელ კლასიკოს" წინ ვითარება სულ უფრო იძაბება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში "ბარსელონამ" "ბაიერნს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩის წინ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

კატალონიელთა გულშემატკივრები ქუჩაში "ვინისიუს, მოკვდის" სკანდირებდნენ. კარს მომდგარი და უმნიშვნელოვანესი "ელ კლასიკოს" წინ კი ეს ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

მოგეხსენებათ, "რეალისა" და "ბარსელონას" სეზონის პირველ დაპირისპირებას 26 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლებს.

სათქმელია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ბლაუგრანას" ფანები ვინისიუსის მისამართით მსგავს შეძახილს იყენებენ.

ამა წლის 13 მარტს "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური განმეორებითი მატჩის წინ,
კატალონიელთა ფანებმა ბრაზილიელს მაშინაც სიკვდილი უსურვეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგაა ბარსას ფანი-კულეების მენტალიტეტი - სხვანაირად არ აქვთ მოგების იმედი:)).
წარმოუდგენელია, რომ რეალის ფანებმა იყვირონ მოწინააღმდეგე ფეხბურთელზე, მოკვდიო.
რას იზამ, პროვინციული დონე ასეთია....
კულე
12:15 24-10-2024
31
მართლა კულე ხარ შენ
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული