სრული ფიასკო - "რეალი" სახლში "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „რეალი“ 4:0 დაამარცხა და "ბაიერნის" შემდეგ "სამეფო გუნდიც" გაანადგურა.

დუბლი ლევანდოვსკიმ შეასრულა, რომელიც 14 გოლით პრიმერას ბომბარდირია. მან "სამეფო გუნდს" 16 მატჩში 10 გოლი გაუტანა. „ბლანკოსის“ კარი აგრეთვე იამალმა და რაფინიამ დალაშქრეს.

„ბარსელონა“ 30 ქულით ლიდერია, „რეალი“ კი 24 ქულით მეორე ადგილზეა.

„რეალი“ 3 ნოემბერს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ იმავე დღეს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (54), 0:2 ლევანდოვსკი (56), 0:3 იამალი (77), 0:4 რაფინია (84)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ბარსა მაშინ არის განსაკუთრებით ძლიერი როცა საკუთარი აღრზდილებით თამაშობს. ესეა ისტორიულად, თუნდაც გვარდიოლას ბარსა რო გავიხსენოთ უმეტესობა ლა მასიას ბიჭები ყავდა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ გუნდს. ამას დამატებული ძალიან ძლიერი მწვრთნელი.
ბაბა
02:58 27-10-2024
0
აი რა ქნა ფლიკმა. უფულო დაქცეული ბარსელონა მაგრამ პროფესიონალიზმი და ინტელექტი + აკადემიის ტალანტი და გააქრეს ფულით გაBღენძილი რეალის ბალაგანი საერთოდ. ფლიკი არის ასევე ბრაზილია გერმანია 1-7 ის შემომქმედი ეხერხება ესეთი რაღაცეები)) მორჩა გულავი ცხოვრებას გაუმწარებს რეალის ბალაგანს მოვიდა მანიაკი

Laporta
02:08 27-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული