"ვალენსია" თავისი საიტით 24 წლის თავდამსხმელის უგო დუროს ტრავმის შესახებ იტყობინება.
დურომ 27 ოქტომბერს, "ხეტაფესთან" ლა ლიგის მეთერთმეტე ტურის გასვლით მატჩში მარცხენა ბარძყის კუნთის ტრავმა მიიღო და დაახლოებით სამი კვირა გაუცდება.
ამ სეზონში მან პრიმერას 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. "ვალენსია" 7 ქულით აუტსაიდერია და მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს, თასზე სტუმრად ქვედალიგურ „პარლა ესკუელასთან“ გამართავს.