დღეს, "ვალენსიას" "პარლა ესკუელასთან" თასის პირველი რაუნდის გასვლითი მატჩი ესპანეთში წყალდიდობის გამო გადაიდო და 6 ნოემბერს ჩატარდება.
ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიტბორა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 62 ადამიანი გარდაიცვალა.
"ვალენსიამ" აგრეთვე 2 ნოემბერს, "მესტალიაზე" "რეალთან" ლა ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრის გადატანა მოითხოვა. ცნობილი გახდა, რომ სამეფო კლუბი" ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დათანხმდება.