"ვალენსიას" თავდამსხმელი ტრავმის გამო სამი კვირა იუქმებს

AutoSharing Option
"ვალენსია" თავისი საიტით 24 წლის თავდამსხმელის უგო დუროს ტრავმის შესახებ იტყობინება.

დურომ 27 ოქტომბერს, "ხეტაფესთან" ლა ლიგის მეთერთმეტე ტურის გასვლით მატჩში მარცხენა ბარძყის კუნთის ტრავმა მიიღო და დაახლოებით სამი კვირა გაუცდება.

ამ სეზონში მან პრიმერას 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. "ვალენსია" 7 ქულით აუტსაიდერია და მომდევნო  მატჩს 31 ოქტომბერს, თასზე სტუმრად ქვედალიგურ „პარლა ესკუელასთან“ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ საცოდავებს კიდევ თავდამსხმელის ტრამვა უნდოდათ?! :)
დათო
20:50 29-10-2024
0

სიახლეები პოპულარული