"ვალენსიას" თასზე მატჩი სტიქიური უბედურების გამო გადაიდო

AutoSharing Option
დღეს, "ვალენსიას" "პარლა ესკუელასთან" თასის პირველი რაუნდის გასვლითი მატჩი ესპანეთში წყალდიდობის გამო გადაიდო და 6 ნოემბერს ჩატარდება.

ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიტბორა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 62 ადამიანი გარდაიცვალა.

"ვალენსიამ" აგრეთვე 2 ნოემბერს, "მესტალიაზე" "რეალთან" ლა ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრის გადატანა მოითხოვა. ცნობილი გახდა, რომ სამეფო კლუბი" ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დათანხმდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საშინელება ხდება,ვალენსიაში.ძალიან ვწუხვარ,ამდენი ადამიანის დაღუპვის გამო.
სოსო
20:44 30-10-2024
1
ჩვენი მამარდა როგორ არის ეგ გვითხარით.
G.LA
19:41 30-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული