"ვალენსია" და "ლევანტე" მომავალ უქმეებზე არ ითამაშებენ

AutoSharing Option
ესპანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში სტიქიური უბედურების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

გუშინ ესპანეთის თასზე "ვალენსიას" და "პარლა ესკუელას" მატჩი არ ჩატარდა. "ვალენსიას" თხოვნა 3 ნოემბერს "რეალთან" ლა ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრის გადატანის შესახებ ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა. ასევე არ გაიმართება 4 ნოემბერს "ლევანტესა" და "მალაგას" დაპირისპირება.

ერთი სიტყვით, უქმეებზე გიორგი მამარდაშვილის და გიორგი ქოჩორაშვილის გუნდები არ ითამაშებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული