მესი "ბარსელონაში" დაბრუნდება? - შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალამდე დიდი ამბავი მოხდეს...

AutoSharing Option
Gol Digital-მა დღეს გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია და დაწერა, რომ ლიონელ მესი შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, არგენტინელი ვარსკვლავი მაიამის "ინტერში" დარჩენას 2025 წლის დეკემბრამდე გეგმავს, მისი კონტრაქტის ამოუწურვიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ 6 თვე იქნება.

მას უნდა, რომ კონკურენტუნარიან გარემოში მოხვდეს, მოემზადოს მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის და შესაძლოა, "ბლაუგრანაშიც" დაბრუნდეს.

მესი თვლის, რომ "ბარსელონაში" ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმე აქვს და 2026 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ლეოს დიდი დაბრუნებაც ვიხილოთ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლაპორტა! სირცხვილი შენ, ლეოს გაშვებისთვის! ასეთ ფეხბურთელს გიჟის მეტი არავინ გაიმეტებდა. ბარსას ლეგენდა ხელის გულზე უნდა გეტარებინათ, იმდენი სიხარული და ბედნიერება მიანიჭა გულშემატკივრებს! მე პირადად ლეოზე ძალიან არცერთი ფეხბურთელი არ მიყვარს!
ასეა!
14:21 04-11-2024
1
წარმატებები, ლეო! მთავარია, ჩვენ ჯგუფში არ მოხვდეს არგენტინის ნაკრები, და არც მერვედფინალში გადაგვეყაროს. რა ვიცი, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და მსოფლიოზე გასვლის! ჰო და მესიზე მეტი წარმატება ჩვენ ნაკრებს!!!
alexandre
14:41 04-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული