მესი "ბარსელონაში" დაბრუნდება? - შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალამდე დიდი ამბავი მოხდეს...

AutoSharing Option
Gol Digital-მა დღეს გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია და დაწერა, რომ ლიონელ მესი შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, არგენტინელი ვარსკვლავი მაიამის "ინტერში" დარჩენას 2025 წლის დეკემბრამდე გეგმავს, მისი კონტრაქტის ამოუწურვიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ 6 თვე იქნება.

მას უნდა, რომ კონკურენტუნარიან გარემოში მოხვდეს, მოემზადოს მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის და შესაძლოა, "ბლაუგრანაშიც" დაბრუნდეს.

მესი თვლის, რომ "ბარსელონაში" ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმე აქვს და 2026 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ლეოს დიდი დაბრუნებაც ვიხილოთ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეტყობა ხუმრობს ეგ წყარო! ბარსელონას თუ უნდა რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს ეხლავე უნდა ეძებოს კარგი ცენტრფორვარდი, რადგან ლევანდოვსკი დიდხანს ვერ გაქაჩავს, ასაკის გამო. აქ კიდევ მესი უნდა დაბრუნდესო მიესალმებიან. ბარემ ეტოო დავაბრუნოთ ან რონალდინიო, ანდა ბატისტუტა. ცუდი ფეხბურთელები იყვნენ? დარწმუნებული ვარ რეალის ფანებს აზრადაც არ მოუვათ თავში რონალდოს დაბრუნება.
დავით 67
00:33 05-11-2024
0
რა ბარსელონაში დაბრუნება, კაცს აღარ უნდა თამაში. ვერ ხედავთ რომ ძალით ათამაშებენ ეხლაც? უბრალოდ ხალხი სტადიონზე მოდის მისი თამაშის სანახავად. ეს ბიზნესია.
სოსო
19:24 04-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული