მბაპე ანჩელოტის თავის ტკივილი და პრობლემა გახდა - ფრანგზე ესპანური პრესა წერს და კილიანს ლეგენდარულმა თანამემამულეებმა რჩევა მისცეს

AutoSharing Option
ესპანური მედია კილიან "რეალის" ახალწვეულის კილიან მბაპეს ცუდ ასპარეზობაზე წერს და აღნიშნავს, რომ გუნდში ფრანგით ძალიან იმედგაცრუებულნი არიან.

Relevo-ს ცნობით, ის კლუბის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თავის ტკივილად და მთავარ პრობლემად იქცა. საქმე იმაშია, რომ 25 წლის ვარსკვლავი 9 ნომრის პოზიციაზე და ფორვარდად თამაშობს, მაგრამ Diario Sport-ის მტკიცებით მას ასპარეზობა ვინისიუსის ადგილას ფლანგზე უნდა.

აღსანიშნავია, რომ ადრე მსგავსი ვარაუდი "ბლანკოსის" ლეგენდარულმა ფორვარდმა კარიმ ბენზემემაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ კილიანი მე-9 ნომრად ვერ ითამაშებდა და მისი ადგილი მხოლოდ ფლანგზე იყო.

კიდევ
ერთი ფრანგი ლეგენდარული ფორვარდი ტიერი ანრი მბაპეს ურჩევს, რომ ცენტრ ფორვარდად თამაში ისწავლოს და ამ პოზიციას შეეგუოს.

ახლა გუნდი მისით იმედგაცრუებულია, მაგრამ მას შანსი და დრო უნდა მისცენ. ანრი აღნიშნავს, რომ მის თანამემამულეს რწმენა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილი უნდა გაუმძაფრდეს.

შეხსენებისთვის, მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე "რეალის" ფორმა 14 შეხვედრაში მოირგო და 7 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
როცა კლუბის პრეზიდენტი წყვეტს ვინ იყიდოს კლუბმა
და მწვრთნელი ვაზელინი ყავს და ყველაფერში ეთანმხება ლიჟბი რო არ მოხსნან :)

რატომ უნდა იყიდო მოთამაშე როცა არც იცი სად დააყენო
9
კარგად მახსოვს მბაპეზე ამბობდნენ და წერდნენ , რომ მბაპეს სახით ახალი პელე მოევლინა მსოფლიო ფეხბურთსო, ხოლო ზოგი იმასაც წერდა ,რომ მბაპე თვით პელეზეც და მარადონაზეც უფრო მაგარიაო! …რა მეთქმის ამ შედარებებზე, გარდა ლეგენდარული ქართული სიტყვებისა - ”ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის…”
გიო
18:39 07-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული