"რეალის" სამი გულშემატკივარი დააპატიმრეს - მიზეზი "ელ კლასიკოს" დროს მომხდარი ფაქტია

AutoSharing Option
El Mundo-ს ცნობით, ესპანეთს პოლიციამ მადრიდის "რეალის" 3 გულშემატკივარი დააკავა და მიზეზი "ელ კლასიკოს" დროს მომხდარი ინციდენტია.

ლა ლიგის მე-11 ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ბლანკოსს" 4:0 სძლია და მე-3 გოლის შემდეგ, რომელიც ლამინ იამალმა შეაგდო, "რეალის" ფანებმა 17 წლის ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება დაიწყეს.

მათ ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ალეხანდრო ბალდეს, ანსუ ფატისა და რაფინიას. გამომძიებლებმა ზუსტად დაადგინეს შეძახილების ადგილი და მათი იდენტიფიცირება მოახდინეს ვიდეო კადრების ყურადღებით დათვალიერების შემდეგ.

პოლიციის ცნობით, დაკავებულთაგან არცერთი არ არის რეგისტრირებული "რეალის" ფანად და არ აქვს კრიმინალური
წარსული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ვინისიუს რამდენჯერაც მიაყენეს შეურაწყოფა, რო დააპატიმრონ ალბათ აივსება ესპანეათის ციხეები. Დიდი ამბავი ეხლა.
Გიორგი
17:27 24-11-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული