შესნი შესაძლოა, "ბარსელონაში" მომავალ სეზონშიც ვიხილოთ

AutoSharing Option
34 წლის პოლონელმა მეკარე ვოიცეხ შესნიმ არ გამორიცხა, რომ "ბარსელონას" ფორმით მომავალ სეზონშიც იასპარეზოს. მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა გამოცდილი კიპერი მარკ ანდრე ტერ შტეგენის სერიოზული ტრავმის შემდეგ დაიმატა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც შესნის პროფესიონალური კარიერის დასრულება გამოცხადებული ჰქონდა.

პოლონელმა აღნიშნა, რომ "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ ეგონა, რომ 2025 წლის ივნისში ფეხბურთიდან მართლაც წავიდოდა, თუმცა ახლა ყველა ვარიანტისთვის ღიაა.

შესნის თქმითვე, მის შვილსა და მეუღლეს ამ ქალაქში ცხოვრება ძალიან მოსწონთ, მისი ოჯახი ბარსელონაში კომფორტულადაა და კლუბთან მოსალაპარაკებლად მზადაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული